ქუთაისის მერიის წინ “ტორპედოს” გულშემატკივრებმა კვლავ აქცია გამართეს.
ისინი საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ.
“ყველასთვის ნათელია, რომ კლუბში დიდი პრობლემებია. 3 თვეა, ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ. გუნდი დაშლის პირას იმყოფება. ჩვენი ქალაქი ამ ყველაფერ არ იმსახურებს. ჩვენ პრეტენზიები გუნდის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მიმართ გვაქვს. ის პასუხისმგებლობას გაურბის. მოვითხოვთ, დავალიანება გაისტუმროს და დატოვოს დაკავებული თანამდებობა,”-განაცხადა “ტორპედოს” გულშემატკივარმა, გიორგი ვეფხვაძემ.
გულშემატკივრები ამბობენ, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს ანაზღაურება 2 თვეზე მეტია არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.