ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ
აქცია კვლავ გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით, ქუთაისის მერიის წინ 17:00 საათიდან შეიკრიბებიან.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”
არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე