რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ედიშერ მუშკუდიანს ქალა ტვინის ტრამვა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. 

“პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში 14 :30 წუთზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აქვს ქალა ტვინის ტრამვა. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. დაუდგინდა დიაგნოზი პლევმოცეფალია. ცხავის ძვლის და თვალ-ბუდის მედიალური კიდის მოტეხილობა. ცხვირის ზედაპირული ტრამვა აქვს და თვალის კაკლის დაჟეჟილობა . ამჟამად მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას.მდგომარეობა სტაბილურია. კონტაქტურია და ადეკვატურია. თბილისში გადაყვანის საჭიროებას არ წარმოადგენს.”- განაცხა ექიმმა თამარ ჯანელიძემ. 

ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმუქრება. 

რუსთავი2-ის ჟურნალისტს მაშინ სცემეს, როდესაც გადამღები ჯგუფი წყალტუბოს მუნციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ” ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *