ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის
განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სტატუსით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ლევან მოსიაშვილი დაიკითხა.
სხდომაზე მოსიაშვილმა განაცხადა, რომ მას ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაუნახავს და ადგილზე მომხდარის შემდეგ მივიდა.
“საბურავი დაგვეშვა და გაჩერებული ვიყავით. იყო დიდი და პატარა მანქანების მოძრაობის ხმა. ორ წამში შეჯახების ხმა გავიგონეთ. ადგილისკენ გავიქეცით. ადგილზე გვამი და დასახიჩრებული ადამიანები დამხვდნენ. ყველა შოკში იყო. იქს 5-ის მძღოლი ჩვენმა თანამშრომელმა გადმოიყვანა და საშინელ მდგომარეობაში იყო,”-განაცხადა მოწმემ.
სასამართლო პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა.
შემდეგი პროცესი 24 მაისს გაიმართება.