ტყიბულში სასკოლო თეატრალური კვირეული დაარსდა.

ფესტივალი 13 მაისს გაიხსნა. ორგანიზატორი “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებაა”.

“თეატრალური კვირეულის მიზანია მოზარდი თაობის შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის წარმოჩენა, მათითეატრალურ სამყაროსთან დაახლოება. სასცენო ხელოვნების დაუფლება. რეჟისორული ფუნქციების გაცნობა. მოსწავლე -ახალგაზრდობის ესთეტიკური გემოვნების დახვეწა. მშვენიერების შეცნობა-აღქმა, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება,”-აცხადებენ “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებაში”.

ფესტივალის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო სცენოგრაფია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *