“ევროპის დღეები 2019” იმერეთშიც მასშტაბურად აღინიშნება. ზესტაფონსა და ქუთაისში პირველი ღონისძიებები უკვე გაიმართა.
10 მაისს ევროპის დღეების ფარგლებში, სამტრედიაში, სოფელ კულაშის ადმინისტრაციის შენობაში , გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებასთან ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ.
13 მაისს ჭიათურის საჯარო ბიბლიოთეკაში ვროპის დღეების ფარგლებში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებასთან ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ.
16-17 მაისს ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირზე, საქართველოს ევრპული ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილ ნაბიჯებზე ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზაზე. ასევე, ტრენინგის დასრულების შედეგ გამოცხადედბა მედია კონკურსი – ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების შესახებ მედია პროდუქტის მოსამზადებლად.
14 მაისს მედიატური მოეწყობა. მისი მიზანია ENPARD-ის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების პოპულარიზაცია და საზოგადოების წახალისება რათა მეტი ადამიანი ჩერთოს პროექტში. მედია ტურში მონაწილეობას მიირებენ ის მედია ორგანიზაციები, რომლებიც იმერეთის რეგიონში მაუწყებლობენ. მათ შორის იქნებიან ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები. სულ 15 ჟურნალისტი. ისინი EENPARD-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას და ადგილზე ნახავენ იმ საწარმოებს და კოოპერატივებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. კონკრეტულად კი რძის საწარმოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინოურში და ღვინის წარმოაბეს/მარანს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში.
15 მაისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვრული ფილმის ” ერთი, ორი, სამი…” ჩვენება გაიმართება. ფილმი მიგრაციის თემას ეხება, სადაც რეალური ისტორიებია მოცემული. ფილმის დასრულების შემდგომ გაიმართება დისკუსის და საჯარო ლექცია უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.
20 მაისს ბაღდათსა და თერჯოლაში ესეების კონკურსი: “ევროპა ჩემთვის არის…” გაიმართება.
13-25 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას ესეების კონკურსში, რომელიც გამოცხადდება ევროპის დღეების დაწყებამდე 1 თვით ადრე, თემაზე – ევროპა ჩემთვის არის…. ევროპის დღეების ფარგლებში გამოცხადდება კონკურსში გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სამახსოვრო სუვენირები; მონაწილეების კი სერტიფიკატები.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.