საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7-9 მაისს რიკოთის
გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აკრძალვა გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელების მიზნით დაწესდა.
მოძრაობა აკრძალული იქნება 7 მაისს, 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე; 8 მაისს, 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს, 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე