ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოეწყო. ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ლიტერატურული სახლის დამაარსებლის, პოეტ ანდრია სინაურის საფლავს პატივი მიაგეს.
ასევე, მოეწყო თვითნასწავლ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.
კვირეული 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გაიმართება გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები და მწერლებთან შეხვედრები.
ფოტო “ძველი ქალაქი”