ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო.
ცენტრალურ ბულვარში უკვე გამოიფინა ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო საბავშვო სივრცეები, მიმდინარეობს ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
საკუთარ პროდუქციას წარადგენენ ადგილობრივი საწარმოების წარმომადგენლები. ცენტრალური ბაღის გარდა, სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს ცისფერყანწელთა და წმინდა ნინოს ქუჩებზე.
ცენტრალურ მოედანზე კი საღამოს დაგეგმილი კონცერტისათვის სცენა მზადდება.
“გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა 10:00 საათზე, ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება. დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება.