ქუთაისში 2 მაისს, “გვირილობის” დღესასწაულზე რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანის თქმით, საავტომობილო მოძრაობა აკრძალული იქნება ცისფერყანწელებისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე, ფალიაშვილის ქუჩასა და ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ. დღის განმავლობაში წითელი ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.
სამოქალაქო ტრანსპორტი მოთხოვნის შესაბამისად, გაზრდილი გრაფიკით იმუშავებს. მორიგე მიკროავტობუსები მგზავრებს 2 მაისს, 23:00 საათამდე მოემსახურება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე