ქუთაისის მერიამ თეთრ ხიდზე დაზიანებული მინა შეაკეთა.

აღნიშნულისათვის ბიუჯეტიდან 1500 ლარი დაიხარჯა. თვითმმართველობამ სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელა.

მერიაში განაცხადეს, რომ მინა გვირილობის დღესასწაულამდე უნდა შეკეთებულიყო და თვითმმართველობა გამოძიების შედეგებს ვერ დაელოდებოდა.

“გაწეული ხარჯის დაფარვა მოგვიანებით იმ პიროვნებას მოუწევს, ვინც მინა დააზიანა,”-განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, მინა თეთრ ხიდზე რამდენიმე თვის წინ დაზიანდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *