ქუთაისის მერია 185 ძელსკამს შეიძენს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ტენდერი საპარკო ძელსკამების შესაძენად უკვე გამოაცხადა.
185 ძელსკამის შესაძენად 68 ათას 475 ლარია გათვალისწინებული. სად და რა რაოდენობის ძელსკამები განთავსდება ჯერჯერობით უცნობია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მათი განთავსების ადგილს და რაოდენობას მერია შეარჩევს.
სატენდერო წინადადებების მიღება 1 მაისს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.
ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია / ესკიზი/