მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, წყალტუბოს პარკში შადრევნის
რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება. პროექტი პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, შადრევნის მოპირკეთებასა და მართვის შენობის მოწყობას ითვალისწინებს.
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ინვესტიციას წყალტუბოში. წყალტუბოს პარკი როგორც ტურისტულად, ისე რეკრეაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პარკში გრძელდება შადრევნის რეაბილიტაციის პროექტი. შადრევანი გახლავთ ტრადიციული, ისტორიის შემადგენელი ნაწილი და დამასრულებელი ფაზა იმ დიდი პარკის რეაბილიტაციისა, რომელიც ფონდმა განახორციელა” – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ.
ფოტო: მუნიციპალური განვითარების ფონდი