ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” და
მასთან არსებულმა “ქალთა კლუბმა” დედამიწის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა და გამწვანების აქცია მოაწყო.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კლუბის პრეზიდენტის, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაკა ხეცურიანის საჯარო ლექცია თემაზე : ,, კლიმატის ცვლილება — მითი თუ რეალობა?” გაიმართა..
ლექციის შემდეგ გამწვანების აქცია ბორის გაპონოვის სკვერში ორგანიზაცია ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით მოეწყო.