სასკოლო ბულინგის თემაზე ქუთაისელმა მოსწავლეებმა თბილისში გამართულ გამოფენაზე მიიღეს მონაწილეობა.
ახალგაზრდული ცენტრის 31-მა მოსწავლემ 55 ნამუშევარი წარადგინა. პროექტისათვის მზადება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებთან ფსიქოლოგი ნინო კილაძე მუშაობდა.
“სამწუხაროდ, საზოგადოებაში აგრესიულმა ფორმებმა იმატა. მუდმივად გვესმის ქუჩაში, ტელევიზიით, სოციალურ ქსელში ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ პრობლემას შევეხოთ და დავინახოთ პოტენციური მსხვერპლის პერსპექტივიდან,”-აცხადებს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.