ეს არის ამბავი 56 წლის ემზარ აფრიდონიძეზე.
ის ქუთაისში, მრავალსართულიან კორპუსში დედასთან ერთად ცხოვრობს. ორი წლის წინ ინსულტი გადაიტანა. ახლა მეტყველების უნარის აღდგენაზე მუშაობს, რაშიც ნეიროფსიქოლოგი ეხმარება. თუმცა, ემზარს გაცილებით მეტი სჭირდება.