კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციის თანახმად,

საქართველომ ქვეყანამ 2020-30 წლისათვის დაცული ტერიტორიების გაზრდის ვალდებულება აიღო.

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ქვეყანაში რაც არის მწვანე საფარი მათი რაოდენობა გაიზარდოს. მოხდეს მათი მართვა მდგრადად. უნდა შემცირდეს ზეკაფვები და ერთ-ერთი მისი დაცვის საშუალება არის დაცული ტერიტორიების გაფართოვება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკოსისტემისათვის. კლიმატის ცვლილება ნაკლებად ახდენს ზიანს ისეთ ტერიტორიებზე, ეკოსისტემებზე, რომელიც უფრო ნაკლებად არის დაიზანებული.”- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს წარმომადგენელმა კახაბერ მდივანმა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო პირობიან და უპირობო ვალდებულბებს იღებს.

მაგალითად, უპირობო ვალდებულებებში გაწერილია წინასწარ გამოვლენილ 1500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება 2030 წლისათვის. ასევე, 2030 წლისათვის, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

პირობიანი ვალდებულებების მიხედვით, ფინანსური და ტექნიკური დახმარების შემთხვევაში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას 2030 წლისათვის გაატყიანოს/განაახლოს 35 ათასი ჰექტარი, რაც ასევე მოიცავს ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებას შერჩეულ ან აღდგენას დასაქვემდებარებელ ტერიტორიებზე, რომელიც საჭიროებს გატყიანებას/განახლებას.

ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისათვუს და დამატებითი დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის დაგეგმისათვის 2020-2030 წლებში საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას გაზარდოს დაცული ტერიტორიები 0,52 მილიონი ჰექტარიდან 1,3 მილიონ ჰექტარამდე (საქართველოს ტერიტორიების 20%), რომელიც მოიცავს მინიმუმ 1 მილიონ ჰექტარ სატყეო ტერიტორიას.

ფოტო:apa.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *