ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, შესაძლოა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწესრიგოს.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით სველი წერტილების მოწყობას გეგმავს. ქალაქში არსებული საპირფარეშოების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე გაითხოვეს,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
რაც შეეხება ცენტრალურ ბაღში არსებულ საპირფარეშოს, როგორც ვიცე-მერი ამბობს, მის მოწყობას მერია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.