ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
აღნიშნულის შესახებ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოებისათვის საჭირო მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც ნინო თვალთვაძე ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც გადაწყდება, რა პრინციპით დაფინანსდება თავშესაფრის მშენებლობა. შესაძლოა, საჭირო ხარჯები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაიღოს ან თავშესაფარი თანადაფინანსებით მოეწყოს.
“ქუთაისში არსებული თავშესაფრის ფართობი შეზღუდულია. არ არის ადგილები, რომ ცხოველები დაიტიოს მაშინ, როცა მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თავშესაფარში ცხოველები რეგიონებიდანაც გადმოჰყავთ,”-განაცხადა საბჭოს სხდომაზე ნინო თვალთვაძემ.
ცხოველთა თავშესაფარი ქუთაისში მერიის ააიპ “სპეციალური სერვისების” ბაზაზე ფუნქციონირებს.
ფოტო: ააიპ სპეციალური სერვისები “ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი”