ხარაგაულში გუშინ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზა აღდგენილია. ადგილობრივი ტექნიკით გაიწმინდა გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი.
“მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
შეგახსენებთ, ხანგრძლივი წვიმების შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები.
სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ფოტო: ხარაგულის მერია