ბაღდათში ფოტოგამოფენა “საგანძური” მიმდინარეობს.
ფოტოექსპოზიცია 25 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში იქნება წარმოდგენილი.
საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა. ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატის ფოტოებს.
ფოტოგამოფენა “საგანძური” 2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა. ფოტოგამოფენა პერიოდულად მოგზაურობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.