“ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა
და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები,”-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ალტერნატივად სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე