ხანგრძლივი წვიმების შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა.
წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.
“გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა. ხარაგაულის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები,”-აცხადებენ მერიაში.
სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ფოტო: ხარაგაულის მერია