“დარჩი სახლში”-თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზებულ აქციას ქუთაისში გამოეხმაურნენ.

ქუთაისელი ახალგაზრდები ორშაბათს, 8 აპრილს, 14:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ თანამოქალაქეებს საქართველოში დარჩენისა და თავიანთი უფლებების დაცვისაკენ.

“საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებაა ცხოვრობდეს ქართულ სახელმწიფოში, სადაც იძულებულები არ გახდებიან, ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძოდნენ. თითოეული მოქალაქის უფლებაა, გააპროტესტოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და იბრძოლოს პოზიტიური ცვლილებებისთვის,”-აცახდებენ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთად სახლში საქართველო” -ს მიერაა ორგანიზებული. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *