ქუთაისში მწერალ გიზო თავაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
მას 60 წელი შეუსრულდა. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერლის მეგობრები, ახლობლები, მხატვრები და მწერლები შეიკრიბნენ.
“მიმაჩნია, რომ მწერლებს დაფასება უნდა ჰქონდეთ. იგებს ყველა ის ხელისუფალი, რომელიც აფასებს ინტელიგენციას,”-განაცხადა მწერალმა მის იუბილეზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე საყვარელ ნაწარმოებად “ალიფაშას მეორე ღალატი” დაასახელა.
“ჩემს ნაწარმოებებს ფაქტიურად უკან არ ვუბრუნდები, თუმცა არის ერთი, “ალიფაშას მეორე ღალატი”. ხანდახან გადავშლი და ვკითხულობ. არის რამდენიმე ლექსიც, რომელიც მიყვარს,”-ამბობს თავაძე.
გიზო თავაძე 30 წიგნის, ორი სპექტაკლისა და ერთი კინო სცენარის ავტორია.
მწერალი ორი ახალი წიგნის გამოსაქვეყნებლადაც ემზადება.