ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის კრივის ტურნირი გაიხსნა.
ცერემონიას კრივის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პირველობისთვის გამართულ ჩემპიონატში, 30 – ზე მეტი მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას.
ზესტაფონის სახელით ტურნირზე შვიდი მოკრივე: გოგიტა ჩუბინიძე, აკაკი ფერაძე, დათა სვანიძე, შოთიკო ძაბირაძე, გიორგი შველიძე, ლუკა თაბუკაშვილი და ტატო შარიქაძე ასპარეზობენ.
ჩემპიონატში გამარჯვებული მოკრივეებით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.