“ქართული ხელნაწერი”-ქუთაისში კალიგრაფიული კონკურსი ჩატარდა.
მასში მონაწილეობა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. ორი ტიპის დავალება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა, მე-8-12 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს.
კონკურსის შედეგად 3 გამარჯვებული გამოვლინდება. მათ 300, 250, 200-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
გამარჯვებულები 14 აპრილს, დედა ენის დღეზე დაჯილდოვდებიან.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”