ქუთაისში მიქელაძე-მეველის პირველ შესახვევში მცხოვრებლები გზის მოწყობას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მათ 14 წელზე მეტია პრობლემებს უქმნით.
“მოუწესრიგებელ გზას ვაპროტესტებთ. ჩვენი ხარჯებით დავყარეთ ხრეში, რადგან წვიმიან ამინდში ვერ გადავაადგილდებოდით. “კალოშებით” დავდიოდით გზის კუთხემდე. მოუწესრიგებელ გზას მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა ემატება და მდგომარეობა გაუსაძლისია. მანქანის მოსაბრუნებელი ადგილიც არ გვაქვს,”- აცხადებს ადგილობრივი ლუბა ტუკვაძე.
აქციის მონაწილეებს “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა.
ადგილზე მივიდა მერის წარმომადგენელი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზაზა ჭელიძის თქმით, 19 აპრილს ტენდერი გამოცხადდება და გზის მოწყობა ახლო მომავალში დაიწყება. ტენდერის ღირებულება 122 950 ლარია.