ქუთაისში მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
6779 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალური მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრისათთვის ნახევრადღია ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის საკომპოსტე მოედნის (3024კვ.მ) მშენებლობისა და მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრის (საწარმოს) მშენებლობისათვის საპროექტრო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 30 ათასი ლარია განკუთვნილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 7 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება.
მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი პირველად საქართველოში, ქუთაისში, მოწეყობა. დაიწყება ნარჩენების ოთხი სახეობის: პლასტმასის, მინის, ქაღალდისა და ლითონის სეპარირებული შეგროვება.პროექტს ქუთაისის მერია ევროკავშირის-“შავი ზღვის პროგრამა 2014–2020″–ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის სახელწოდებაა- “ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები – სუფთა შავი ზღვა” .
მისი ხანგრძლივობა 26 თვეს შეადგენს.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 008 497 ევროს, აქედან გრანტის სახით გამოყოფილი თანხის ოდენობაა 927 817,24 ევრო. უშუალოდ ქუთაისი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიიღებს 418 618 ევროს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში მწვანე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი აშენდება