მდინარე რიონში მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,
შემთხვევა ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მდინარე რიონში გადახტა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზბეული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშიებით გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.