“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წყალტუბოს მუნიციპლიტეტში 

 

გამოვლენილი იმ პრობლემების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა გადაჭრაც იგეგმება. ორგანიზაციას წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობა შემდეგი პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა:

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, გურამიშვილის #6 -ისა და #1 ბაღის მიმდებარედ მოწესრიგდება კანალიზაცია,

წყალტუბოს პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა,

წყალტუბოს პარკში, სოფლებში: მეორე უბანსა და გუმათში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება,

ქალაქში ბავშვთა გასართობი მოედნები და სპორტული კომპლექსი მოეწყობა,

წყალტუბოს პარკში შშმ პირებისათვის ხიდები ადაპტირდება,

სოფელი მეორე უბანი ბუნებრივი აირით მომარაგდება,

სოფლებში: დღნორისაში, ხომულსა და ზარათში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს,

გურამიშვილის ქუჩა #2-ში, ასევე სოფლებში: ხომუშლი, რიონსა და ზარათში გზის საფარი მოწესრიგდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებს იმერეთში გამოვლენილი 38 პრობლემიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები 2019 წელს 25 პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *