“რამდენიმე საათია ქუჩაში გაზის სუნი დგას.” – ქუთაისში თამარ მეფის N49 ნომერში
მცხოვრებლები გაზის გაჟონვის შესახებ საუბრობენ. როგორც რადიო “ძველი ქალაქისათვის” გახდა ცნობილი, ადგილობრივებმა ცხელ ხაზზეც დარეკეს თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.
“გაზის სუნი დგას ყველგან. 2 საათია დაახლოებით რაც დავრეკეთ “სოკარში”, მაგრამ არავინ მოსულა. ჩართული არაფერი გვაქვს და მრიცხველი მაინც წერს. იმედია მანამდე მოვლენ და შეამოწმებენ, სანამ არ ავფეთქდებით”. – განუცხადეს რადიო “ძველ ქალაქს”.
“სოკარ ჯორჯია გაზში” აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს გაზის გაჟონვა არ იყოს და სპეციალური ნივთიერების სუნი იყოს, რომელიც გაზს ერევა. მათი თქმით, თუ გამოძახება დაფიქსირებულია მათი თანამშრომლები ადგილზე აუცილებლად მივლენ.