ქუთაისში სოციალური მუშაკების გაფიცვა მეხუთე დღეა გრძელდება. ამჯერად ისინი მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთან შეხვედრა შედგა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არააა და გაფიცვას აგრძელებენ.

 

 

“არის გადადგმული ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენს პრობლემებს სრულად ვერ დაფარავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გაფიცვის რეჟიმში”.- აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მეხუთე დღეა  აქციის მონაწილეები კვლავ მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ ისინი  ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან შექმნილი სიტუაციის გამო და აცხადებებნ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესი პროფესიაა და სწორედ ამიტომ მოხდა გასულ წელს “სოციალური მუშაობის შესახებ” ახალი კანონის მიღება. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და გაფიცული სოციალური მუშაკები კონსენსუსს მიაღწევენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *