ბაღდათში თოჯინების თეატრი შეიქმნა.
ის ბაღდათის მერიის კულტურის ააიპს დაექვემდებარა. თოჯინების თეატრი წარმოდგენებს ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართავს. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი პავლე აბულაძეა. დასი ახალგაზრდა, მოყვარული მსახიობებითაა დაკომპლექტებული. მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის თეატრმა ფუნქციონირება 30 წელზე მეტი ხნის წინ შეწყვიტა.
თეატრის სცენაზე პრემიერა უკვე ჩატარდა. გერნეტი გურევიჩის პიესის მიხედვით სპექტაკლი “ბატის ჭუკი” დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორი ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძეა.
თეატრი მაყურებელს კიდევ რამდენიმე ახალ სპექტაკლს შესთავაზებს. დასი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასვლით წარმოდგენებს გამართავს.
ფოტო: ბაღდათის მერია