იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე