ქუთაისში შსს-მ ნარკოდანაშაულის გამო ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.