ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ. ახალაშენებულ კორპუსში, რომელშიც დევნილები
წელიწად-ნახევარი წლის წინ შესახლდნენ, გაფუჭებულია ლიფტები და დატბორილია სარდაფები.
“წელიწადნახევარია აქ ვცხოვრობთ. ლიფტები გაუმართავ მდგომარეობაშია. რამდენიმე დღის წინ ლიფტმა ზევით ქვევით მოძრაობა დაიწყო და რომელიღაც სართულზე გაიჭედა. ხალხი ძლივს ამოვიყვანეთ,”-ამბობს კორპუსში მცხოვრები ნანი ბოკუჩავა.
“კორპუსში შესვლის დღიდან პრობლემები აქვს ლიფტებს. დატბორილია სარდაფები, მოუწესრიგებელია ეზო და ბინა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს მივწერე წერილი, თუმცა პასუხი არ გაუცია,”-ამბობს ბინათამხანაგობის თავმჯდომარე ვეფხია მიქაუტაძე.
ადგილობრივების პროტესტს “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა. წულაია პასუხისმგებლობას დევნილთა სამინისტროს აკისრებს და აცხადებს, რომ დიდი რაოდენობის თანხა გაიფლანგა.