ზესტაფონის ბაზარში ქალბატონისათვის ჩანთის გატაცების გამო ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა 17 მარტს მოხდა. მ. კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
შსს-ს ინფორმაციით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის მაიორი რატი კუპრაძე, რომელიც მ.კ.-ს დაედევნა და მისი დაკავება მალევე შეძლო.
პოლიციამ გატაცებული ჩანთა და მასში მოთავსებული 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.