ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპლაინი მოეწყობა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელექტრონული
აუქციონი გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, ეს ტურისტებისათვის მიმზიდველი ატრაქცია იქნება.
სააუქციონო დოკუმენტაციის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება.
ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.
ელექტრონული აუქციონი დაიწყება 2019 წლის 23 (ოცდასამი) მარტს 12 საათზე და დასრულდება 2019 წლის 2 (ორი) აპრილს 16 საათზე.
ფოტო: txlishe.wordpress.com