ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
სადგურში აცხადებენ, რომ შემთხვევა მორიგეს დაუდევრობამ გამოიწვია.
“ელექტრომატარებელი #683 გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური,”-აცხადებენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მატარებელს მგზავრები ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე