ხარაგაულში 10 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა. ერთ-ერთ სკვერში გათვალისწინებულია პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონის დამონტაჟება და სპორტული მოედნის მოწყობა. მთლიანად განახლდება ხარაგაულის მერიის წინ მდებარე სკვერი.
პროექტის ღირებულება 168 778 ლარს შეადგენს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჭედა” ასრულებს. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.
ფოტო: ხარაგაულის მერია