ქუთაისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,
ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათის შესაძლენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. წელს სააღდგომო ნობათს ნობათს 1875 ბენეფიციარი მიიღებს.
გაყინული ქათამი, შედედებული რძე, ზეთი, შაქარი, შოკოლადის ფანტელი, კარაქი, პურის ფქვილი, კვერცხი, პასკა – ეს ის პროდუქტებია, რომელთა შესაძლენად მერიამ 60 ათასი ლარი გამოყო.
გასულ წელს ქუთაისის მერიას სააღდგომო ნობათის შეძენა 49 980 ლარი დაუჯდა. წინა წელთან შედარებით წელს ნობათის მიმრებ ბენეფიციართა რაოდენობა 90-ით გაიზარდა.
სააღდგომო ნობათი წელს ბენეფიციარებს 2019 წლის 22 აპრილიდან 2019 წლის 25 აპრილის ჩათვლით დაურიგდებათ, თუმცა საიდან მოხდება პროდუქტის გაცემა ჯერჯერობით უცნობია.
ნობათის გაცემის ადგილს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურთან ერთად შეარჩევს.
სატენდერო წინადადებების მიღება 13 მარტს დაიწყება და 15 მარტს დასრულდება.