პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა
და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში საკონკურსო წესით 20 რეგიონული, დამოუკიდებელი მედიასაშუალება შეირჩა. რადიო “ძველი ქალაქი” ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც “ინტერნიუსთან” ითანამშრომლებს. მომზადდება 4 სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტური მასალისაგან შემდგარი, 3 თემატური პაკეტი. მასალები ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე მომზადდება ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით.
.”იმერეთიდან პროექტში სამი მედიაპარტნიორი შევარჩიეთ : “ქუთაისიპოსტი”, “ტვ რიონი” და რადიო “ძველი ქალაქი”. ისინი სხვადასხვა საკიტხებს გააშუქებენ. მომაზადებენ თოქ-შოუებს,ვიდეორგოლებს და ა.შ.
პროექტის მიზანია, რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა”,- განაცხადა განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ ქუთაისში პროექტის პრეზენტაციაზე.
პროექტი “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციონ ცენტრთან პარტნიორობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.