ქუთაისში პოლარიზაციის შესახებ იმსჯელეს.
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა ძირითადი აქცენტები მედია პოლარიზაციაზე გააკეთეს. როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, მედია პოლარიზაცია ადგილობრივ მედია საშუალებებშიც გაღრმავებულია. მისივე განმარტებით, პოლარიზაცია განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება.
“2018 წლის არჩევნები ყველაზე პოლარიზებული იყო. თუ პოლარიზება უფრო მეტად ტელე მედიაში ფიქსირდებოდა, ამ წელს უკვე სოციალურ მედიაშიც შეინიშნებოდა. პოლიტიკურმა ძალებმა მიმართეს ხელოვნური სააგენტოების შექმნას და ახდენდნენ ერთმანეთის დისკრედიტაციას,”-განაცხადა კუპრაშვილმა.
შეხვედრა საიას პროექტის ფარგლებში მოეწყო.