ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომავალი საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე იქნება ორიენტირებული.
“დავიწყეთ 18 თვიანი პროექტი “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში.” ამ პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიურეობი. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონული ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონული წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას.” – განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ.
“დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.
2018 წელს აქტიური თანამშრომლობისთვის იმერეთის მუნიციპალიტეტების ნაწილს მადლობის სიგლებეი გადაეცათ. ასევე სიგელებით დაჯილდოვნენ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა და საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
იმერეთის გუბერნიაში განაცხადეს, რომ ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან აქტიურ მუშაობას გააგრძლებენ.