საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში, ნიკეას
ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ განთავსდება. დგარის მოსაწყობად ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა და 36 ათას 299 ლარია გამოყოფილი. მისი სიმაღლე 46,5 მეტრი იქნება.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 13 მარტს დასრულდება.
ინდურმა დეველოპერულმა კომპანიამ “სითი ქონსთრაქშენი” ქუთაისს საჩუქრად დროშა გადასცა, რომლის სადგარი უკვე ჩამოტანილია ქუთაისში.
შეგახსენებთ,ადგილობრივმა თვითმმართველობამ დროშის ტარის მოსაწყობად ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. დროშის დგარის განთავსება პირველად ნიკეას ქუჩაზე, შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის ეზოში
იგეგმებოდა, თუმცა ტენდერი ორივე შემთვევეაში ჩაიშალა.