1 მარტიდან ქუთაისში ხელმისაწვდომი გახდება Taxify-ის მომსახურება.
Taxify არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მგზავრს პარტნიორ მძღოლთან აკავშირებს.
კომპანია 2013 წელს დაარსდა ესტონეთში და დღეს მსოფლიოს 92 ქალაქში ოპერირებს. Taxify-ში გაერთიანებულია 500 000-ზე მეტი მძღოლი და მილიონობით მგზავრი, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება მსოფლიოს 5 კონტინენტზე.
ქუთაისში, ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მგზავრი, ვინც აპლიაკაციას გადმოწერს, საჩუქრად მიიღებს 3 ლარის ღირებულების ფასდაკლებას პირველ სამ მგზავრობაზე.
ქუთაისში მგზავრობის მინიმალური ტარიფი მხოლოდ 0.5 ლარი იქნება. ეს უპრეცედენტო ტარიფია და მომსახურებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. კომპანიის მიზანია შეცვალოს ქალაქში გადაადგილების კულტურა და გახადოს იგი კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი.
მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელია გადმოწეროთ Taxify მობილური აპლიკაცია და მარტივი რეგისტრაციის შემდეგ ღილაკზე თითის დაჭერით, Taxify-ს პარტნიორი მძღოლი მოგაკითხავთ სასურველ ადგილზე. ანგარიშსწორებას შეძლებთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გადახდის მეთოდით.