სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ტოლებში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 58 წლის მამაკაცი. მან სხეულის დამწვრობა მიიღო.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, რასაც ნგრევა მოჰყვა.
სამტრედიის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს მერიის მხრიდან შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაეწევა.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
გამოძიება 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო:სამტრედიის მერია