პოლიციამ ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ბრალდებულმა ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ო.ქ. წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე