თბილისა და ბათუმის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა “სამოქალაქო მოძრაობის” ოფისი ქუთაისშიც გახსნა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, ეს ჯერჯერობით არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების სურვილის მქონე მოქალაქეებს აერთიანებს.
“ქუთაისს, მხოლოდ ისღა დარჩა სათქმელი, რომ ევროპის უძველესი ქალაქია. თუ დავაკვირდებით, როგორი საზოგადოებრივი ტრანსპოტი მოძრაობს, დავინახავთ, რა მდგომაროებაშია ქალაქი. საამრცხვინო, დენიკინის დროინდელი ტრანსპორტია. ჩვენ ძალიან რთულ საქმეს ვეჭიდებით ვაპირებთ, ხელისუფლება მოვაბრუნით ხალხისკენ, არა ჩხუბით, არამედ პრობლემაზე საუბრით. ყველაზე მთავარი, ის რომ პოლიტიკოსი ემსახუროს ხალხს, არის ყველაზე უმნიშვნელო. ჩვენ გვინდა, რომ პირიქით იყოს, ამიტომ უნდა შემოვიკრიბოთ გარშემო ის ადამიანები და ისეთი ძალისხმევა გავწიოთ, რომ ხელისუფლებამ ხალხზე იზრუნოს, ჩვენ ვიბრძვით ამისთვის”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“სამოქალაქო მოძრაობა”, როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია 2018 წლის 7 დეკემბერს თბილისში დაფუძნდა. მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს. ალეკო ელისაშვილი კი თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარის” დამფუძნებელია, ჟურნალისტია და ასევე მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში.